მთავარი » 2014 » აგვისტო » 18 » Assassin's Creed Rogue დაანონსეს
12:06 PM
Assassin's Creed Rogue დაანონსეს

თამაშში Assassin’s Creed: Rogue გეიმერებს მოუწევთ ასასინებზე ნადირობა.
მას შემდეგ რაც ინტერნეტში გავრცელდა Assassin’s Creed-ის სერიის მორიგი ნაწილის სადებიუტო ტრეილერი, Ubisoft-მა გადაწყვიტა ოფიციალურად დააანონსოს მორიგი თამაში.

მოქმედება Rogue-ში ვითარდება 18 საუკუნეში შვიდწლიანი ომის პერიოდში. მოთამაშეები ეწვევიან ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებს, მათ შორის ატლანტიკური ოკეანის გაყინულ ჩრდილოეთ რეგიონებს და აპალაჩის მდინარის ხეობას. გეიმფლეის საკვანძო ელემენტი ისევ საზღვაო ბრძოლები გახდება. იმ ხომალს კი, რომლის მეშვეობითაც გეიმერებს ოკეანის სივრცეებზე მოგზაურობა მოუწევთ „მორიგანი“ ერქმევა. თამაშის მთავარი პერსონაჟი კი გახდება შეი პატრიკ კორმაკი, ყოფილი ასასინი, რომელიც მოძმეების ღალატის შემდეგ, მათზე ნადირობას გადაწყვეტს

„1751 წელი. საფრანგეთსა და ინდოეთს შორის მიმდინარე ომის პერიოდში, ასასინების საძმოს უშიშარი წევრი, შეი პატრიკ კორმაკი გადადის ბნელ მხარეზე, რაც სამუდამოდ შეცვლის საძმოს მომავალს. ერთ-ერთი სახიფათო დავალების შერულების დროს, მოვლენები ტრაგიკულად განვითარდება, შეი უღალატებს ასასინებს, რომლებიც შეეცდებიან მის მოკვლას. როდესაც მას უარყოფენ ისინი, ვისაც ის მთელი ცხოვრება ძმებს ეძახდა, შეი გადაწყვეტს გაანადგუროს ყველა ის, ვინც მის წინააღმდეგ წავიდა და გახდეს ისტორიისათვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე საშიში მონადირე ასასინებზე“ - ნათქვამია ოფიციალურ პრესს-რელიზში.

„წარმოგიდგენთ Assassin’s Creed: Rogue-ს, სერიის ყველაზე ბნელ ნაწილს. შეის როლში, თქვენ მოგიწევთ გაიაროთ გრძელი და რთული გზა და გადაიქცეთ ასასინისგან - მონადირეში. მიჰყევით თქვენ საკუთარ კრედოს, გაემგზავრეთ მოგზაურობაში ნიუ-იორკიდან ჩრდილოეთ ატლანტიკის გაყინულ მიწებზე და მიაღწიეთ თქვენ ერთადერთ მიზანს - გაანადგურეთ ასასინების საძმო“

ახალ თამაშზე ერთდროულად 7 სტუდია მუშაობს, მათ შორის Ubisoft Sofia, რომელიც ხელმძღვანელობს პროექტს. მათ თავის მხრივ ეხმარებიან სინგაპურის, მონრეალის, კვებეკის, მილანის, ჩენგდუს და ბუქარესტის სტუდიების დეველოპერები.

Assassin’s Creed: Rogue გამოვა 11 ნოემბერს, ექსკლუზიურად ძველი თაობის კონსოლებისთვის.

         

კატეგორია: მოქმედებითი | ნანახია: 437 | დაამატა: nika | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
s"> .lols { background:#575757 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#f7f7f7; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .lols:hover { background:#918e8e none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#f7f7f7; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .disable { background:#D82020 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#FFFFFF; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .disable:hover { background:#E33939 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#F3F3F3; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .posts { background:#1E90FF none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#FFFFFF; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .posts:hover { background:#00BFFF none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#F3F3F3; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; }
სახელი *:
Email:
კოდი *: